| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N64 საჯარო სკოლაში, რესურს ოთახის გუნდის ორგანიზებით, მე-2 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა განსაკუთრებით სახალისო და, იმავდროულად, ძალიან ფუნქციური აქტივობა - „ვაფლის კაფე“.
მოსწავლეებმა თავად შექმნეს მენიუ, აირჩიეს სასურველი ვაფლი, გამოითვალეს ღირებულება და შეუკვეთეს.
მათ არა მხოლოდ მათემატიკური უნარები გამოიყენეს (დათვლა, რაოდენობის განსაზღვრა, ფასის გაანგარიშება), არამედ ივარჯიშეს არჩევანის გაკეთებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და სოციალური ინტერაქციის უნარებში.
ყველაზე საინტერესო ნაწილი კი იყო ის, რომ ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ვაფლები, ინდივიდუალური გემოვნებით მორთეს და დიდი სიამოვნებით მიირთვეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს:
„სწავლა, რომელიც რეალურ გამოცდილებას ეყრდნობა, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელია. „ვაფლის კაფემ“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად ეფექტური, შემოქმედებითი და ძალიან გემრიელი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა