სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წაღვლის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები ემოციური ღონისძიებით გაიხსენეს
05-03-2026
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელ თეა შეყელაშვილის ორგანიზებით, წაღვლის საჯარო სკოლაში გაიმართა მნიშვნელოვანი და ემოციური ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ასევე უყურეს თემატურ ფილმს. 

ხელოვნების მასწავლებლის - ფიქრია ლომიძის ორგანიზებით, კი მოეწყო 1921 წლის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეულმა ნამუშევარმა გამოხატა ისტორიული ტკივილი, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების მნიშვნელობა.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა და რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა, რათა პატივი მივაგოთ წარსულს და ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სასკოლო საზოგადოებაში და დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა წარმოდგენილმა ნამუშევრებმა.

„ჩვენ გვახსოვს 1921 წლის 25 თებერვალი  დღე, რომელიც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა. 

შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება