სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნი შენი ნატვრის ხეა - გადაშალე და აიხდინე ოცნება“ - წიგნიერების დღესასწაული ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში
05-03-2026
-
+


ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა. ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

კითხვის მსოფლიო კვირეულს, ჭიათურის IV საჯარო სკოლის VIII კლასიც შეუერთდა სლოგანით - „წიგნი შენი ნატვრის ხეა - გადაშალე და აიხდინე ოცნება“.

მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს გიორგი ლეონიძის უკვდავი ნაწარმოები „მარიტა“, სასიამოვნო მოსასმენი იყო მათ მიერ გაცოცხლებული მონაკვეთები ნაწარმოებიდან, რომელიც ძირითადად მწერლის სიყრმის მეგობარს, „ღიმცისკროვან ყვავილს“ - მარიტას ეხებოდა.

ასევე შექმნეს ლეპ-ბუქები, რომელშიც ხორცშესხმულ მშვენიერებას არაერთი საქებარი სიტყვა მიუძღვნეს. ნაწარმოებიდან ამოკრიბეს გოგლასეული მხატვრული ხერხები, რომლითაც ასე მდიდარია მოთხრობა. წერილები მისწერეს მთავარ პერსონაჟებს, დაწერეს უფაქიზესი და სპეტაკი მარიტას დღიურები. ესე - „რატომ ვერ დაიცვა სოფელმა მარიტა და როგორ დაიცავდა მას დღეს საზოგადოება?“. ერთმანეთს შეადარეს ფილმი და ნაწარმოები. ისაუბრეს ბრბოს ფსიქოლოგიაზეც. ნიშანდობლივია, რომ გიორგი ლეონიძემ ახალი პოეტური ხატი შექმნა ბროწეულისა და პოეტური პროზით ხორცი შეასხა მთავარ გმირს. ამიტომ მოზარდებს არც „ცეცხლური ყვავილისა“ და მარიტას შედარება დავიწყებიათ. ღონისძიების დასასრულს ნატვრის ხეს ყველამ თავისი ნატვრა შეაბა, ხოლო დამსწრე საზოგადოებამ დატოვა სამახსოვრო ბარათები, თუ რას ნიშნავს მათთვის სიყვარული.

„ცალსახად ნათელია, რომ გიორგი ლეონიძის კითხვას: „მართლაც საიდან  მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება?“, შეიძლება ასეთი პასუხი გაეცეს - დროებით მიფარებულ სილამაზეს გაქრობა არ უწერია და არავინ იცის, როდის და რა სიმძლავრით იფეთქებს ის“,- ამ სიტყვებით დაგვირგვინდა შთამბეჭდავი ღონისძიება სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება