| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდნარეოს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, X კლასში, ქართული ენა და ლიტერატურაში, მასწავლებელ ელგა რამიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტი.
პროექტი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების დაწყების მომენტში დაიგეგმა, გაჯერებული იყო ერთმანეთზე საინტერესო საგაკვეთილო აქტივობებით...
პროექტის დასკვნით ეტაპზე კი მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარდგნენ.
„დღეს კი დასკვნით გაკვეთილზე დაგვპატიჟეს ამ მარგალიტებმა. მე კი ცოტა რამ, უსათუოდ,უნდა დავწერო ამ ამბის შესახებ. მოვისმინეთ ერთმანეთზე უკეთესი პრეზენტაციები, რომლებიც სამი მიმართულებით იყო წარმოდგენილი! განსხვავებული.... სავსე და საინტერესო, დამატებითი ლიტერატურიდან ამოკრებილი მასალით. რამ გახადა ვეფხისტყაოსანი გენიალური პოემა!
რით მოდის თანხვედრაში დიდი ბრძენკაცის უკვდავი წიგნი თანამედროვე ღირებულებებთან. რა არის მასში ისეთი, რომელიც ამ ნაწარმოებს არ უკარგავს აქტუალობას ყველა პერიოდსა და ეპოქაში!
სად მდებარეობს „ვეფხისტყაოსანში“ ნახსენები თითოეული ქალაქი, ანუ „ვეფხისტყაოსნის გეოგრაფია“.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ X კლასელს და ელგა რემიშვილს ამ არჩევანისთვის, საინტერესო გაკვეთილისა და ამგვარად დაგეგმილი პროცესისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეების მონდომება და მათი მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა