სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარგ მოსწავლეებს კარგი პედაგოგები ზრდიან“ - პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგ მაია ფხაკაძის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ 
05-03-2026
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან და სიღმირეულ განათლებას და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

„კარგ მოსწავლეებს კარგი პედაგოგები ზრდიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგ მაია ფხაკაძეს გვაცნობენ, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მუშაობს ბიოლოგიის მასწავლებლად ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში. მას არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული პროექტები აქვს განხორციელებული.

აღსანიშნავია, მისი მოსწავლეების წარმატება „ქი ქონსალთინგის“ გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სადაც პედაგოგის ხელმძღვანელობით, მომხსენებლად წარდგნენ - მე-10 და მე-11 კლასების  მოსწავლეები: ნინი გობეჯიშვილი და მარიამ ძაძამია. 

მათ წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარების გზები,განახლებადი ენერგიების გამოყენება“.

აღნიშნულ მოსწავლეებს გადაეცათ საპატიო სერტიფიკატები, როგორც აქტუალური თემის მომხსენებლებს და საკოლო პრაქტიკის გამზიარებლებს.

„ვულოცავთ მაია მასწავლებელს და მოსწავლეებს კონფერენციაში მიღწეულ წარმატებას და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოებას. არასოდეს იკარგება მასწავლებლის შრომა,თუნდაც მცირეკონტიგენტიან სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების წარმატება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება