| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებს: სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო პროცედურებს - ავტომობილის საექსპერტო შემოწმებას/დათვალიერებასა და სარეგისტრაციო სივრცის მუშაობას;
მართვის მოწმობის გაცემის პროცესს - თეორიული გამოცდის სივრცეს, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავადაც გაევლოთ საგამოცდო ტესტი, ასევე პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის საგამოცდო სპეციფიკას.
დამატებით მიიღეს ზოგადი ინფორმაცია სააგენტოს სხვა სერვისების შესახებ, მათ შორის იარაღის რეგისტრაციის, სხვადასხვა ცნობებისა და ელექტრონული მომსახურებების მიმართულებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისთვის აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი იყო როგორც პრაქტიკული ცოდნის გაფართოების, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და სახელმწიფო სერვისების ფუნქციონირების უკეთ გაცნობის თვალსაზრისით.
„განსაკუთრებული მადლობა სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი შეწირულს, მოსწავლეებისთვის გაწეული გულთბილი, პირადი მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა