სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეგრული „ჟვანი“ სამტრედიულ მასპინძლობაში! -  კურზუს საჯარო სკოლის X კლასელთა კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება 
04-03-2026
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. მე-10 კლასელები იმერეთში, სამტრედიელ თანატოლებს ეწვივნენ.

ამ სამაგალითო სტუმარ-მასპინძლობამ კი კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამას ჩაუყარა საფუძველი. 

„ზოგჯერ ერთი დღე საკმარისია, რომ მანძილი და ბავშური სიმორცხვე წარსულს ჩაბარდეს. სწორედ ასეთი იყო ჩვენი  მეათეკლასელების სტუმრობა სამტრედიაში! თავიდან იყო მცირე შიში, ცოტა სიმორცხვე და „აბა, როგორ დაგხვდებიან?“ კითხვები.... მაგრამ, როგორც კი მეგრული „ჟვანი“ თხილის ტკაცუნის ხმა გაისმა, ყინული მყისიერად გაქრა. გავაცოცხლეთ კალანდობის უძველესი რიტუალი, რომელიც ბარაქასა და ხვავს მოასწავებს. მეგრულმა ლექსებმა, სიმღერებმა,იუმორისტულმა ნომრებმა, ცეცხლოვანმა ცეკვებმა დარბაზში ემოციების ზღვა დააყენა. ჩვენმა ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ მეგრული ენა და იმერული დიალექტი, კი არ გვყოფს, არამედ ერთმანეთისთვის საინტერესოს გვხდის.
 უდიდესი მადლობა სამტრედიელ მასპინძლებს ასეთი თბილი, გულწრფელი „იმერული“ დახვედრისთვის! მათმა მასპინძლობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი მოსწავლეები უკვე ენთუზიაზმით გეგმავენ საპასუხო ვიზიტს. ახლა ჩვენი ჯერია-ვუმასპინძლოთ სამტრედიელებს ჩვენს სოფელში, როგორც ჩვენს კუთხეს შეეფერება“,- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან მასპინძლებს თბილი დახვედრისთვის. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება