| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-7 კლასის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ესტუმრნენ.
მათ მონაწილეობა მიიღეს ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში - „ქართული ფულის ისტორია- კოლხური თეთრი“.
მონაწილეებს, გიდის თანხლებით, ექსკურსია ჩაუტარდათ მუზეუმში, მათ დაათვალიერეს დადიანების უნიკალური კოლექცია, მოისმინეს პრეზენტაცია, მათ მიერ შერჩეულ თემაზე. პრაქტიკულ ნაწილში, ლუპის საშუალებით დაათვალიერეს და ამოიცნეს თითოეული მონეტა.
საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამების მიზანია, მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა