| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ, სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებებში, წარმოაჩენენ - ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს.
2 მარტს ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გამართულ შემოქმედებით კონკურსში, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და ეროვნული გმირების უკვდავ ხსოვნას.
სკოლის მოსწავლეები, ლიზი გახოკიძე, ლიზი კაკულია, ლიზი ჩიტაია, ნია ჩვამანია, მარიამ მირცხულავა და ბარბარე დაუთაშვილი მაყურებლის წინაშე წარდგნენ კომპოზიციით - „საქართველოვ, სამშობლო ჩემო“.
მათი ხელმძღვანელი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა კიკაბიძე.
მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და მხურვალე აპლოდიმენტებიც დაიმახურეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა