| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო წერილების გაცვლის პროექტში და მეგობრული კავშირი დაამყარეს საბერძნეთის ქალაქ კავალას სკოლის თანატოლებთან.
პროექტის ფარგლებში, ბერძენმა და ქართველმა მოსწავლეებმა დიდი მონდომებით დაწერეს წერილები. ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია - თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების, ინტერესების, ოცნებების და ტრადიციების შესახებ.
მათ არა მხოლოდ წერითი უნარები განავითარეს, არამედ შეიგრძნეს, რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა, კულტურების გაცნობა და ერთმანეთის პატივისცემა. თითოეული წერილი იყო განსხვავებული. იგრძნობოდა სითბო, გულწრფელობა და ურთიერთობის სურვილი.
სკოლაში მადლობას უხდიან ხელმძღვანელ პედაგოგებს და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
„უღრმესი მადლობა- ინგლისური ენის მასწავლებლებს: მარგარიტა ჯიქიას - საქართველოდან და ლია ბაზანიდოუს - საბერძნეთიდან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მოსწავლეებში მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებასა და სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობაზე.
უღრმესი მადლობა მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა