სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არაბეთი უწინ და დღეს“ - საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასში, ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა 
04-03-2026
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და გეოგრაფიაში, რომელსაც პედაგოგები ირინე აბრალავა და ჯულიეტა შენგელია უძღვებოდნენ.

გაკვეთილის თემა იყო - „არაბეთი უწინ და დღეს“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალმხრივად განიხილეს არაბთა სახალიფოს ისტორია -  ბედუინობიდან სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა და გამომგონებლობამდე, ასევე იმსჯელეს თანამედროვე არაბულ სამყაროზე.

სასწავლო პროცესში გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობა: მოსწავლეებმა დაასრულეს წინადადებები, შეავსეს სქემა „მოვლენა - მიზეზი - შედეგი“, რუკაზე აჩვენეს ისტორიული ტერიტორიები, წარმოადგინეს პრეზენტაციები და იმუშავეს თემატურ ქვიზზე. გაკვეთილის ბოლოს მასალა შეჯამდა სქემით - „ვიცოდი, მომეწონა, დამაინტერესა, რას შევცვლიდი“.

მერვეკლასელებმა აქტივობებს წარმატებით გაართვეს თავი და მაღალი ჩართულობა გამოავლინეს. აღსანიშნავია სპეციალური მასწავლებლის აქტიური მონაწილეობაც, რომელმაც ხელი შეუწყო სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვას - „მადლობას ვუხდი მას, როგორც კლასის დამრიგებელი. წარმატებები ჩვენო მოსწავლეებო! თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა!“

პედაგოგების შეფასებით, მსგავსი ინტეგრირებული გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას.

იხილეთ აქტივობის ამსახველი ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება