| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინიციატივით, გამართული ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც ქართველ მწერლებს და მეიგავეებს ეძღვნებოდა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები, სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი იგავების გმირები გააცოცხლეს და დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს თუ რას გვასწავლის ესა თუ ის იგავი, წარმოადგინეს პრეზენტაცია, ასევე ჩაერთვნენ გრამატიკულ აქტივობებში და უპასუხეს „ბლიც“ შეკითხვებს. ბოლოს კი დედებს 3 მარტი მიულოცეს და მათ შორმასა და ამაგს ხოტბა შეასხეს.
სიმბოლურად მათ გადაეცათ სიგელები და მცირე საჩუქრები, რამაც პატარები გაახარა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა