| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რაღა თქმა უნდა, შემოქმედებითი აქტივობებით გამოირჩევა ხელოვნების გაკვეთილები, რომელთაგან ერთ-ერთზე VII კლასის მოსწავლეებმა კერამიკული სათამაშოები შექმნეს.
როგორც პედაგოგი ნ. არძენაძე გვეუბნება, კერამიკული სათამაშოების დამზადების თემატიკა კლასში კრეატიულობისა და გუნდური მუშაობის ნაზავს და ამაღლებულ განწყობას ქმნის და ხელს უწყობს თითოეულმა მოსწავლემ გამოხატოს საკუთარი კრეატიულობა.
„ხელოვნების გაკვეთილზე თიხისაგან სათამაშოების შექმნა ანუ ხელნაკეთი სათამაშოების დამზადება ახალისებს სწავლის პროცესს და მოსწავლეც ხალისით უდგება სწავლასა და საქმიანობას. ხელოვნური თიხა, რომელიც ყველაზე მარტივი დასამზადებელია და თან უსაფრთხო - იდეალური მასალაა სათამაშო თუ სხვა ფიგურების დასამზადებლად“,- აღნიშნავს მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა