სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე 23-ე სკოლელი ვარ“ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 სკოლაში, დირექტორის ინიციატივით, ახალი პროექტი დაიწყო
04-03-2026
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, დირექტორის - მზია კიწმარიშვილის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - „მე 23-ე სკოლელი ვარ“.

პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ მოსწავლეებთან და მათ მწვრთნელთან, ოლეგ მიგრიაულთან.

წარმატება მიულოცეს ლაშა რეხვიაშვილს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე, ნოდარ ნოზაძეს, რომელიც ამავე ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

პრიზიორებმა და მათმა მშობლებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისათვის.

ბატონმა ოლეგ მიგრიაულმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ასეთი შედეგი შემთხვევით არ არის - მას საფუძვლად უდევს დიდი შრომა, სისტემატურობა, მოთმინება და მიზანდასახულობა. ამ ღირსეულ მოსწავლეებს აღმოაჩნდათ სწორედ ეს თვისებები, და მათი თავდადება დამსახურებულად დაფასდა. შეხვედრის მთავარი გზავნილიც სწორედ ის იყო, რომ წარმატება პასუხისმგებლობას, დისციპლინას, მიზნის მიმართულებით სისტემატურ მოძრაობას მოითხოვს.

„ვეცდებით, კვლავ გავამართლოთ იმედები და ვასახელოთ ჩვენი სკოლა და ქვეყანა“,- აღნიშნეს ჩემპიონებმა.

დირექტორამ მზია კიწმარიშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მწვრთნელს და მომავალშიც არაერთი გამარჯვება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება