| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს გამოეხმაურნენ და 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეების (მასწავლებელი ელიზა ლიპარტელიანი) ინიციატივით „ოკუპაციის კვირეული“ გაიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს ოკუპაციიდან 105-ე წლისთავს და მიზნად ისახავდა ისტორიული მეხსიერების გაცოცხლებას, ქვეყნის ისტორიის გადამწყვეტი მომენტების გააზრებას, ეროვნული გმირების დაფასებასა და ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებას.
როგორც სკოლაში გევუბნებიან ეს იყო მხოლოდ ისტორიის გაკვეთილები, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისა და მომავლის დაგეგმვის პროცესიც. კვირეულის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპაციის გმირებსა და იმ პიროვნებებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირეს. მოსწავლეებმა იმსჯელეს ოკუპაციის მტრებსა და იმ მეთოდებზე, რომლებსაც აგრესორი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.
შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ისაუბრეს წარსულსა და დღევანდელობას შორის არსებულ მტკივნეულ პარალელებზე. ხაზი გაესვა იმას, რომ ოკუპაცია კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად, რომელსაც მხოლოდ განათლებითა და ერთიანობით დავამარცხებთ.
ღონისძიების ბოლოს შეადგინეს სიმბოლური მემორანდუმი - ფიცი სამშობლოსა და გმირების წინაშე. მათ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი შრომითა და სწავლით ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამ პირობას ხელმოწერებით სკოლის სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა