სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული და ღია კარის დღეების კვირეული ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში
04-03-2026
-
+


ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას სკოლა ღია კარის დღეების კვირეულით შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა მე-2 კლასში, პედაგოგ ნინო ვაშალომიძის ხელმძღვანელობით. 

კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკაც მოინახულეს, სადაც საბავშვო მწერალსა და ფოლკლორისტს - მაია გელაშვილს შეხვდნენ.  ავტორმა მოსწავლეებს  საკუთარი ზღაპრებიდან ამონარიდები წაუკითხა. მოსმენილით შთაგონებულმა ბავშვებმა  შექმნეს ილუსტრაციები წიგნიდან „მხიარულ-ბრაზიანი ბატონები“, რის შემდეგაც ავტორმა მათ ნახატებს ხელმოწერები გაუკეთა.
 

სკოლის ბიბლიოთეკის სივრცეში II კლასის მოსწავლეებს ხმამაღლა წაუკითხეს VI და X კლასის მოსწავლეებმა, ასევე ქართული ენის მასწავლებელმა - მზია შევარდნაძემ და ბიბლიოთეკის გამგემ  ნინო ბერაძემ.

ბიბლიოთეკის გამგემ ბავშვებს გააცნო სკოლის ბიბლიოთეკა, ესაუბრა მისი დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ და დაათვალიერებინა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები, რამაც პატარებში კითხვისადმი ინტერესის გაღვივებას შეუწყო ხელი.

სკოლას ესტუმრნენ მოსწავლეთა მშობლებიც, რომლებმაც ბავშვებს საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წაუკითხეს. მშობლების ჩართულობამ ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო შესძინა და კიდევ უფრო გააძლიერა მოსწავლეთა ინტერესი წიგნისა და კითხვის მიმართ.

ბავშვებმა თავად შეარჩიეს მათთვის საინტერესო ტექსტები და თანაკლასელების წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს. 

მოსწავლეებმა წაკითხულ ტექსტებზე გამოხმაურება სქემის საშუალებით გააკეთეს, სადაც გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები. ასევე შეავსეს სქემა - „ჩემი საყვარელი წიგნი“, რამაც მათ დაეხმარა წაკითხულის გააზრებასა და კითხვისადმი ინტერესის გაღრმავებაში.

დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, რაც მათთვის დამატებითი მოტივაცია და წახალისება გახდა კითხვისა და შემოქმედებითი მუშაობის გაგრძელებისთვის.

მე-5 კლასელებმა, კი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წარმოადგინეს აქტივობა - „წიგნის მაღაზიაში“ (მასწავლებელი მაიკო გოგუაძე). ისაუბრეს მათი საყვარელი წიგნის შესახებ. გააცნეს ერთმანეთს წიგნების ანოტაციები და წაიკითხეს მნიშვნელოვანი ეპიზოდები.

სახალისო იყო ამ აქტივობის ბოლო აკორდი (რაც უფრო მეტ წიგნს „გაყიდნენ“, მით უფრო მეტად წარმოჩინდებოდა წიგნის „გამყიდველის“ როლი ანოტაციის უკეთ წარმოდგენისთვის! სამომავლოდ დაგეგმეს, რომ შემდეგი შეხვედრა მათ მიერ არჩეული წიგნის განხილვას შეეხებოდა. 

„მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ამ საოცარი კვირეულის შექმნისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთაააგონებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება