| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში 3 მარტი გამორჩეულად აღინიშნა. დედის დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომელის ფარგლებში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა.
აღსანიშნავია IVა კლასში ჩატარებული ღონისძიება, რომელსაც პედაგოგი ნანა გელაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს და მადლიერება გამოხატეს ყველაზე ძვირფასი ადამიანების მიმართა.
კვირეულის ფარგლებში, პედაგოგ ნინო დვალოშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება გაიმართა IIIბ კლასში. პატარებმა დედიკოებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მშობლები და მასწავლებლები სიამაყით აღავსეს.
სკოლაში კვირეული გრძელდება და სასკოლო საზოგადოებას კიდევ არაერთ ლამაზ ღონისძიებას ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა