სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციების სამსახურში მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩაუტარდათ 
04-03-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების სამსახურს სტუმრობდნენ. 

სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვებს დეტალურად გააცნეს ტექნიკა და აღჭურვილობა, ესაუბრნენ უსაფრთხოების წესებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე.

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მეხანძრე-მაშველებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს საინტერესო მასპინძლობისთვის. 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის - მერაბ ჭანუყვაძისა და თანამშრომლების მიმართ გაღმა დვაბხუს საჯარო სკოლის სახელით გვსურს გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება სკოლის მოსწავლეთათვის ორგანიზებული გაცნობითი ტრენინგისთვის.

ტრენინგი იყო მეტად საინტერესო, შინაარსიანი და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი. მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა საგანგებო სიტუაციებში სწორი მოქმედების, უსაფრთხოების წესებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი ცნობიერებისა და უსაფრთხოების კულტურის ამაღლებას.

ვაფასებთ თქვენს პროფესიონალიზმსა და თანამშრომლობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი სასარგებლო ინიციატივები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება