| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში დედის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო !“ - ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად პირველკლასელთა ღონისძიებას, რომელმაც დედებსა და მასწავლებლებს ლამაზი და თბილი დღესასწაული აჩუქა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მასწავლებელმა - მანანა ომანაძემ, მუსიკალურად კი გააფორმა მზევინარ მეშველიანმა.
„დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი და თბილი დღესასწაული მოგვიწყვეს დღეს მშობლებსა და მასწავლებლებს ქალბატონმა მანანა ომანაძემ და მისმა პირველკლასელებმა, რითაც ძალიან გაგვახარეს.
მუსიკის მასწავლებელ ქალბატონი მზევინარ მეშველიანის ხელშეწყობით მათ ასევე მშვენიერი მუსიკალური ნომრებიც წარმოგვიდგინეს“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა შემოქმედებითობა.
სკოლის დირექტორმა - მთვარისა ახვლედიანმა დედის დღე მიულოცა მოსწავლეთა მშობლებსა და კოლეგებს, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა პედაგოგებს. ყველა პირველკლასელი კი სიგელებით დააჯილდოვა.
„ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ყველა ქალბატონს, უპირველესად კი, დედებს, გილოცავთ დედის დღესა და გაზაფხულის დღესასწაულებს!
დედაღვთისა გფარავდეთ და დედის ლოცვა გიძღოდეთ ცხოვრების გზაზე ყოველ თქვენგანს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა