სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

English–Georgian Proverbs - ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაციით კულტურათაშორისი პარალელები გაავლეს 
04-03-2026
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეტად საინტერესო ინგლისურენოვან პრეზენტაციაზე იმუშავეს. 

XI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პრეზენტაცია თემაზე - „English–Georgian Proverbs”.

პროექტის მიზანი იყო ინგლისური და ქართული ანდაზების შედარება, მათი მნიშვნელობის გააზრება და კულტურულ კონტექსტში განხილვა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინგლისური ანდაზები, დაუკავშირეს მათ ქართული ანალოგები და იმსჯელეს მათ აქტუალობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაზე.

სამუშაო პროცესი მოიცავდა კვლევას, ტექსტის დამუშავებას, ვიზუალური მასალის შექმნასა და აუდიტორიის წინაშე წარდგენას. პრეზენტაცია გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, შემოქმედებითი გაფორმებითა და აქტიური ჩართულობით.

 როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის განვითარებას, კრიტიკული აზროვნების გაღრმავებასა და კულტურათაშორისი პარალელების დანახვას.

„ვულოცავთ XI კლასის მოსწავლეებს წარმატებულ ნამუშევარს და ვუსურვებთ მომავალშიც ასეთივე საინტერესო და ნაყოფიერ საქმიანობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება