სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა
02-03-2026
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში გრძელდება საგნობრივი კათედრების კვირეულები.

23-დან 27 თებერვლის ჩათვლით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლებმა - მაია ავალიშვილმა, ნანა გიგაურმა და ლია იობაშვილმა ჩაატარეს კვირეული, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს რუსეთის მიერ,1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დაპყრობა.

კვირეულის თემატიკიდან გამომდინარე, 23 თებერვალს იუნკერთა ხსოვნის დღეს, სკოლის ფოიეში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა, მოსწავლეების მიერ შესრულებული, მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის, გიორგი მაზნიაშვილის პორტრეტები, ასევე საქართველოს ოკუპაციის თემასთან დაკავშირებული ნახატები. გამოიფინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და დღევანდელი საქართველოს დროშები.

24 თებერვალს ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „ჩემი თვალით დანახული 25 თებერვალი“, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესეები.

25 თებერვალს, მე- 9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიაში, აღნიშნულ თემაზე.

26 თებერვალს მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს, სადაც ნახეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური საგანძური და დაათვალიერეს ოკუპაციის დარბაზი.

27 თებერვალს ჩატარდა კვირეულის დასკვნითი პრეზენტაცია - „საქართველოს ოკუპაცია - 1921წლის 25 თებერვალი“, სადაც მონაწილეობდნენ IX, X და XI კლასის მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს საქართველოში 1918 - 1921 წლებში მიმდინარე მოვლენები, ყურადღება გაამახვილეს ისტორიული ფაქტების მნიშვნელოვან საკითხებზე.

„მადლობა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლებს საინტერესო აქტივობებისთვის, მოსწავლეებს მონაწილეობისთვის, ხოლო, სკოლის ადმინისტრაციას პროცესების მართვაში მხარდაჭერისათვის. მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალური განათლების აქტივობებში, რამაც გაზარდა სწავლის მოტივაცია და გაააქტიურა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე1, ბმულზე2, ბმულზე3,


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება