| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას აღნიშნავენ.
მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა შაშში, მუნიციპალურ პირველობაზე I ადგილი დაიკავა.
27 თებერვალს ჩატარდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის პირად -გუნდური პირველობა შაშში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ტყიბულის N1, N2, N4, N5, N6 ,N7 და სოფელ საწირის, მუხურის N1, N2 საჯარო სკოლის გუნდები.
შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით გაიმართა.
I ადგილი მუხურის N2 საჯარო სკოლას ერგო გუნდური შემადგენლობით - ნიკოლოზ ბუცხრიკიძე, ილია ბუცხრიკიძე და მარიამ ბოჭორიშვილი.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასითა და დიპლომით, ხოლო საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრები სათანადო ხარისხის მედალით და სიგელით.
მოსწავლეთა სპორტის პედაგოგი მალხაზი ფორჩხიძე გახლავთ.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს მასწავლებელს და მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა