| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან.
გრძნობებისა და ემოციების გამოსახატავად კი საუკეთესო დრო - გაზაფხულის პირველი და ყველაზე ლამაზი დღესასწაული - დედის დღეა.
ზემოხეთის საჯარო სკოლაში დღესასწაულის აღსანიშნავად არაერთი შემოქმედებითი აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ და ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის ლამაზი მისალოცი ბარათები დაამზადეს.
„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო - ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში“... დედა შეუცვლელი ფენომენია ამ სამყაროში... ისე გეცხოვროთ, ბავშვებო, რომ დედის თვალებზე მხოლოდ სიხარულის ცრემლებს ეკამკამოს და იები ისევ ბღუჯეულად ამოსულიყოს ჩვენს ეზოებში“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების ამსახველ ლამაზ ვიდეროგოლს გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა