| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანგულ ენას დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ, მათ მოტივაციასა და ხარისხიან განათლებაზე პედაგოგი მანანა ნაროუშვილი ზრუნავს, რომელიც მოზარდების ჩართულობას სხვადასხვა კონკურსებში ახალისებს.
ორი ნიჭიერი და შრომისმოყვარე მე-10 კლასელი - ანა ალავიძე და ბარბარე ძნელაძე, აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფრანგული ენის ტურებში, აჩვენეს ენის ცოდნის მაღალი კომპეტენცია და რეიტინგული ქულებითაც ღირსეული ადგილები დაიკავეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და აღნიშნავენ, რომ მათი მონდომება, პასუხისმგებლობა და სიყვარული ამ ენისადმი ნამდვილად მისაბაძი და დასაფასებელია.
ანა და ბარბარე ბევრი ფრანკოფონული აქტივობის გამარჯვებულები არიან. სკოლის ფრანგული ენის პედაგოგია მანანა ნაროუშვილი, რომელიც აკადემიური პალმის ორდენის კავალერის ტიტულის მფლობელი გახლავთ. მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორის - მაკა გუბელაძის, მხარდაჭერა ფრანგული ენისადმი.
„წინ გადამწყვეტი, მესამე ტური გველოდება. აღნიშნული წარმატება მიუთითებს მოსწავლეთა მიზანმიმართულ შრომასა და მაღალი აკადემიური მომზადების დონეზე. სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და უსურვებს წარმატებას ოლიმპიადის საბოლოო ეტაპზე. გვჯერა, გოგონები კვლავაც გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მე-3 ტურში გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა