| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
სულ ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა მშობლიურ ენაზე (სომხური ენა) გამართეს ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დიდი სომეხი მწერლისა და მეზღაპრის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157 წლისთავს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე და მისი შემოქმედება გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით გაითამაშეს მწერლის ზღაპრებიდან ნაწყვეტები, თუმანიანის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ასე გაალამაზეს დღე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაცია და მოსწავლეები.
ღონისძიებას პრგანიზება გაუწია სომხური ენის პედაგოგმა ზარუჰი ბდოიანმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა