სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მახაშის საჯარო სკოლის წარმატება საგანმანათლებლო პროექტში 
02-03-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონისძიებებში. 

​ახლახან, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა მეტად მნიშვნელოვანი პროექტი - „გააცოცხლე შენი სოფლის ისტორია“, რომლის ხელმძღვანელი დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი - გვანცა ჭაბუკიანი გახლავთ. 

პროექტს აქტიურად შეუერთდა მახაშის საჯარო სკოლა. 

პრეზენტაცია ბრწყინვალედ წარადგინეს სკოლის მე-9 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ყოჩაღმა დებმა - ანა და ელენე მუშკუდიანებმა.

პრეზენტაციის დამუშავებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამავე სკოლის  რუსული ენის პედაგოგს, საუკეთესო, ნიჭიერ, შრომისმოყვარე, უდიდესი პასუხისმგებლობით გამორჩეულ დამრიგებელს - ჩიტო მუშკუდიანს.

მახაშის საჯარო სკოლა უდიდეს მადლობას უხდის  პროექტში მონაწილე კურატორ პედაგოგსა და მოსწავლეებს ამ  წარმატების მოპოვებით განცდილი უსაზღვრო სიხარულისათვის.

„უდიდესი მადლობა ჟიურის წევრებს: ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს,  ბატონ ირაკლი სილაგაძეს; ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ ნატო ზაქარიაძეს; ცაგერის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს, ბატონ გოგი კვირიკაშვილს; ცაგერის რაიონის მკვიდრს შესანიშნავ, ნიჭიერ, ახალგაზრდა პოეტს  გიორგი ჩახულიანს ობიექტური შეფასებისათვის.

უფალმა გიმრავლოთ მადლიერი, კმაყოფილი კონკურსანტები.

მრავალი წარმატება ჩვენს სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება