| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს თარიღი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია შემოვიდა თბილისში და დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და თეატრალური კომპოზიცია, საქართველოს იმდროინდელი ისტორიული მოვლენების შესახებ.
მათ ისაუბრეს ოკუპაციის მიზეზებზე, შედეგებზე და იმ მძიმე პერიოდზე, რომელიც ქვეყანამ საბჭოთა მმართველობის წლებში გადაიტანა. პრეზენტაციები იყო საინტერესო, ინფორმაციული და ემოციური.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სამშობლოს სიყვარული“, -აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ისტორიული ცნობიერების ამაღლებას და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას.
„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა