სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
27-02-2026
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს არაერთი აქტივობით გამოეხმაურნენ. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების 70-წლიანი მძიმე პერიოდი. 105 წლის წინ, საქართველომ დაკარგა სამწლიანი დამოუკიდებლობა. საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსიას წინ უძღოდა კოჯორსა და ტაბახმელასთან გამართული გმირული ბრძოლები.

 ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 25 თებერვალს დაშვებული იყო სახელმწიფო დროშები.

წუთიერი დუმილით მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ყველა თანამშრომელმა პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.

სკოლის მოძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრი სარჯველაძემ, გადაიხადა მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც XI-XII კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა კლასში პედაგოგებმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ.

ჩატარდა თემატური გაკვეთილები, სადაც მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს გმირი იუნკრები, მარო მაყაშვილი და სხვები.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, ქართველი ხალხის თავისუფლების წყურვილი არასოდეს განელებულა! ჩვენ ვაფასებთ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას! დღეს ჩვენ ვსწავლობთ წარსულს, რათა უკეთ ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი!“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა. 

იხილეთ ვიდეო:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება