სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი და მოსწავლეები პროექტის- „ლექტორიუმი“ გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
27-02-2026
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ერთობლივი პროექტის - „ლექტორიუმის“ გახსნის ღონისძიებაში.

ეს იყო პირველი შეხვედრა ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, რომელიც გახსნა გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა პაატა სურგულაძემ.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ:
......“ლექტორიუმი“ ყოველთვიურად ჩატარდება ეროვნული ბიბლიოთეკის და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ქუდქვეშ. იგი მიეძღვნება უახლესი ისტორიის საჭირბოროტო საკითხებს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით თარიღის გარშემო, რომელიც საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში მხოლოდ ქრონოლოგიური ნიშანსვეტი არ არის. 1921 წლის 25 თებერვალი - დღე, როდესაც წითელმა არმიამ დაიკავა თბილისი - სიმბოლოდ იქცა იმ დრამატული გარდატეხისა, რომელმაც დაასრულა საქართველოს თეთრცხენოსანი მხედრის დემოკრატიული რესპუბლიკა და დაიწყო სრულიად ახალი, სხვისი კანონების, სხვისი ცხოვრების წესის თავსმოხვევის ეპოქა ჩვენი ქვეყნისთვის. სამი წლით ადრე, 1918 წლის 26 მაისს, საქართველო გაბედულად გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური აქტი, არამედ ცივილიზაციური არჩევანი - არჩევანი ევროპული დემოკრატიის, პარლამენტარიზმის, მრავალპარტიული სისტემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს სასარგებლოდ. ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ამ თარიღის გააზრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. არაერთგზის მითქვამს, რომ ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნსაცავი. იგი არის მეხსიერების ინსტიტუცია. აქ ინახება იმ ეპოქის დოკუმენტები, გაზეთები, წერილები, ემიგრანტული გამოცემები, პირადი არქივები - ხმები, რომლებიც ზოგჯერ ჩახშობილი იყო, მაგრამ არასოდეს გამქრალა. ისტორია მხოლოდ გამარჯვებულთა თხრობა არ არის; ის არის მრავალხმიანობა, რომელსაც კვლევა, პასუხისმგებლობა და ინტელექტუალური პატიოსნება სჭირდება. ბიბლიოთეკა სწორედ ამ მრავალხმიანობის სივრცეა“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა. აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა სკოლა-გიმნაზიის დირექტორი მამა მირიან სამხარაძე.

ლექცია „ოკუპაციის დღე“ წაიკითხა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ოთარ ჯანელიძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აპლიკანტთა შერჩევა დაიწყო და 22 ივნისს დასრულდება - დეტალები

მხედველობის სათვალის გამოცდაზე შესატანად ნებართვა გჭირდებათ? - რა ნივთების შეტანაა აკრძალული გამოცდაზე

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება