| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საგანმანათლებლო ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში, რომლის მიზანი იყო საქართველოს უახლესი ისტორიის გაცნობა და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობის გააზრება.
ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიციები, გაეცნენ ოკუპაციის პერიოდთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ფაქტებს და მოისმინეს ინფორმაცია თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ვიზიტი ხელს უწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას, ისტორიული პასუხისმგებლობის გააზრებასა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემის განმტკიცებას.
„ისტორიის ცოდნა გვაძლიერებს და გვიცავს მომავალში დაშვებული შეცდომების გამეორებისგან“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეებს პატიორტული სულისკვეთებით ზრდიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა