| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
20 თებერვალს, ბესარიონ გაბაშვილის გარდაცვალებიდან 235 წლისთავთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებაში გაიმართა ლიტერატურული საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ სასულიერო გიმნაზიის Xბ კლასის მოსწავლეები - გოგა შაქარიშვილი, საბა გოგიტიძე და დათო დოლიძე.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ბესარიონ გაბაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მისი მემკვიდრეობის მნიშვნელობას ქართული კულტურისთვის და პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას.
„გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და პასუხისმგებლობისთვის. მათი მონდომება, პატივისცემა და სიყვარული ქართული სიტყვისადმი განსაკუთრებით დასაფასებელია და მაგალითია სხვა მოსწავლეებისთვისაც“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა