სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კულტურულ და ისტორიულ ლაბირინთებში საინტერესო პროექტით იმოგზაურეს
26-02-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები გადიან პროექტულ სწავლებას ხელოვნებაში, რომელიც განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი აქტუალური სწავლების მეთოდია და მასზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს თეორიული ცოდნა აქციონ პრაქტიკულ შედეგად. ამაღლებს მოტივაციას, ხდება სწავლის პროცესის აქტიურ ფორმატში წარმართვა, უფრო საინტერესო და სახალისოა. მოსწავლე თავად არის კვლევის სუბიექტი. მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს და უვითარებს შემოქმედებით უნარს.

შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი არ არის პროექტებზე მუშაობა.

მოსწავლე-მასწავლებლების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიწყო მუშაობა პროექტზე - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია“. შეირჩა საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი დავითგარეჯა, რომელიც მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალს, რამეთუ 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია, 2007 წლის 24 ოქტომბრიდან დავითგარეჯა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

მოსწავლეებმა მოიძიეს და დაახარისხეს ინფორმაცია, დაიგეგმა ერთდღიანი ექსკურსია: მოინახულეს დავითგარეჯი, სიღნაღი და ბოდბე. დაკვირვებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაანაწილეს, გააკეთეს პრეზენტაცია, გამოუშვეს კედლის გაზეთი, მოაწყეს ფოტოგამოფენა, და პროექტის დასასრულს წარადგინეს პრეზენტაცია.

ორგანიზატორი და ხელმძღვანელი გახლდათ ხელოვნების მასწავლებელი ნინო არძენაძე, რომლის ძალისხმევითაც ეს პროექტი ნამდვილი ისტორიული მოგზაურობა გახდა.

„მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ირაკლი შავაძეს, კლასის დამრიგებელს ზია ბერიძეს და მონაწილე პედაგოგებს გოჩა პაქსაძეს (ისტორიის მასწავლებელი), თემურ მიქელაძეს (მათემატიკის მასწავლებელი) გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის“,- ამბობს მასწავლებელი და მოსწავლეებს უსურვებს, რომ არასოდეს დავიწყებოდეთ თავიანთი ქვეყნის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდებული წარსულია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება