| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პტენის საჯარო სკოლაში ჩატარდა ესეებისა და მხატვრული წერის კონკურსი.
კონკურსს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიკო გვარამაძე. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი წარმოსახვით შეექმნათ ესეები და მოთხრობები თემაზე - „გმირი, რომელმაც მსოფლიო გადაარჩინა“ და საკუთარი ხედვა სიტყვით გადმოეცათ.
ღონისძიება გაიმართა მემორანდუმის ფარგლებში, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სჯსუ-ს სტუდენტები - ასთხიკ კაროიანი, ლილით კარაპეტიანი და ნათია მშვიდობაძე. მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ორგანიზაციული მხარდაჭერის, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით.
კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ახალგაზრდები სიღრმისეულად აცნობიერებენ 25 თებერვლის ისტორიულ მნიშვნელობას და მზად არიან საკუთარი სიტყვით დაიცვან ეროვნული ღირებულება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა