| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული აქტივობა წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება ტარდება.
16–20 თებერვალს, ტყიბულის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა შიდასასკოლო შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში.
ტურნირში აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხალისი და მეგობრული ატმოსფერო შესძინა.
შეჯიბრება გამოირჩეოდა მაღალი ორგანიზებულობითა და სპორტული სულისკვეთებით.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა სკოლის დირექტორის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურნირის წარმატებით ჩატარებას. დირექციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოტივაცია აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.
ტურნირში მონაწილეები სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში.
1 ადგილი ნიკოლოზ დიდებაშვილი
2 ადგილი დავით გაბრიაძე
3 ადგილი ნიკოლოზ ქათამაძე
3 ადგილი ოთარ ბოჭორიშვილი
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი სპორტული აქტივობები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის განვითარებასა და სასკოლო საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა