სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N3 სკოლის მოსწავლეებმა სტიქიური პროცესები და ერთ-ერთი მასშტაბური თანამედროვე კატასტროფა საინტერესო პროექტით შეისწავლეს და გააანალიზეს 
25-02-2026
-
+


რუსთავის N3 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-10ა კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგის - ლია მდორეულის ხელმძღვანელობით, განახორციელეს საგანმანათლებლო პროექტი თემაზე - „სტიქიური მოვლენები, მიწისძვრა და მიწისძვრა თურქეთში“, რომლის მიზანი იყო სტიქიური პროცესების სიღრმისეული შესწავლა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თანამედროვე კატასტროფის გაანალიზება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უკეთ გაეცნენ მიწისძვრის წარმოქმნის პროცესს, შეისწავლეს ლითოსფერული ფილების მოძრაობა და ტექტონიკური ზონები,  დაადგინეს თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები,  გააანალიზეს მისი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შედეგები, გაიღრმავეს ცოდნა სტიქიური მოვლენების მართვისა და პრევენციის საკითხებში.

კვლევისას მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს 2023 წელს თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას. კატასტროფა დაკავშირებული იყო ანატოლიურ ტექტონიკურ ზონასთან, სადაც არაბეთისა და ევრაზიის ფილების მოძრაობა ძლიერ სეისმურ აქტივობას იწვევს.

მოსწავლეებმა გააანალიზეს:

  • მიწისძვრის მაგნიტუდა და ეპიცენტრი;
  • შენობების ნგრევის მიზეზები;
  • ადამიანური დანაკარგი;
  • სამაშველო ოპერაციების მასშტაბი;
  • საერთაშორისო დახმარების მნიშვნელობა.

პროექტი არ შემოიფარგლა მხოლოდ თეორიული სწავლებით. მე-10ა კლასის მოსწავლეებმა: მოამზადეს თემატური პრეზენტაციები მიწისძვრის პროცესებსა და მოვლენებზე,  შექმნეს მცირე ზომის საინფორმაციო ვიდეოები თურქეთის მიწისძვრის შესახებ, 
ერთმანეთს გაუზიარეს მოპოვებული და შესწავლილი ინფორმაცია, იმსჯელეს, როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს უსაფრთხოების მიზნით.

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიღრმავეს ცოდნა გეოგრაფიასა და ბუნებრივ პროცესებზე, არამედ განივითარეს:

  • კვლევითი უნარები;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;
  • პრეზენტაციისა და ინფორმაციის გაზიარების უნარი.

„მათი მუშაობა ნათლად წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია სტიქიური მოვლენების ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და მომავალი თაობის მზადყოფნას ბუნებრივი გამოწვევების წინაშე.

მე-10ა კლასის პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა მხოლოდ თეორია არ არის - ეს არის ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, კვლევა და პასუხისმგებლობის გაზიარება საზოგადოების წინაშე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო და სასწავლო-შემეცნებით პროექტს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება