სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ცხოვრებისეულ ღირებულებებს“- ქუთაისის N4 სკოლის პედაგოგი ვერა ლომიძე
25-02-2026
-
+


ვერა ლომიძე ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეებს საგანთან ერთად ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და პასუხისმგებლობას ასწავლის. 

პედაგოგის თქმით, პასუხისმგებლობის სწავლება უწყვეტი პროცესია და ასაკის მიხედვით განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. პასუხისმგებლობის გრძნობა კი, მისი შეფასებით, მოსწავლეს უყალიბდება მაშინ, როცა ის აცნობიერებს საკუთარ ვალდებულებებს, სწავლობს შედეგების გააზრებასა და შეცდომების აღიარებას. 

მისი თქმით, სკოლამ მოსწავლეს ცოდნასთან ერთად, უნდა მისცეს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა პატიოსნება, პატივისცემა, შრომისმოყვარეობა და აზროვნების კულტურა. სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს სწავლებისას და მოწოდებულია ქვეყანას წარმატებული თაობა აღუზარდოს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი ვერა ლომიძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- აცნობიერებს ვალდებულებების შესრულებას, შედეგების გააზრებას, შეცდომების აღიარებას, დროის სწორად განაწილებასა და სხვ. პასუხისმგებლობის სწავლა მუდმივი პროცესია და ყოველ ასაკში თავისი პრინციპები აქვს.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მიზანი, სურვილი, მოტივაცია, რწმენა.

-  სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ცხოვრებისეულ ღირებულებებს - აზროვნებას, პატიოსნებას, პატივისცემას, შრომისმოყვარეობას, საკუთარი თავის რწმენას, რაც მას პასუხისმგებელ პიროვნებად ჩამოაყალიბებს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- იგი ავითარებს კომუნიკაციის უნარს, ამცირებს სტრესს, მარტივად უმკლავდებიან სირთულეებს, ქმნიან უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, ამხნევებენ და ეხმარებიან ერთმანეთს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- გაკვეთილი ინტერაქტიურია, მოსწავლე აქტიური მონაწილეა, აქტივობები მრავალფეროვანია, ისმება კითხვები: „რატომ?“„როგორ?’’ სწავლის პროცესი ცოცხალი და მოსწავლეზე ორიენტირებულია.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- პასუხისმგებლობის უნარია ანუ ვალდებულებების გაცნობიერება. სწავლის, აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარი წარმატების საფუძველია როგორც სწავლაში, ისე ცხოვრებაში.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- მასწავლებელმა, რომელმაც ამ პროფესიის ინტერესი და სიყვარული ჩამომიყალიბა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება