სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მხარდამჭერი გარემო, წახალისება, რეალისტური მიზნების დასახვა“-ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგიგი ელენე გაბეშია
25-02-2026
-
+


ელენე გაბეშია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია, რომელიც საკუთარ პროფესიას გულანთებული ემსახურება. სჯერა, რომ პედაგოგის პროფესია არის გზა მომავლისა და საზოგადოების განვითარებისკენ, რადგან სწორედ მასწავლებელს შეუძლია აღზარდოს პასუხისმგებლიანი, განათლებული და ღირებულებებზე ორიენტირებული თაობა. ამ რწმენით კი საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ჩამოყალიბებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგი ელენე გაბეშია პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მას ვაძლევთ არჩევანის შესაძლებლობას, ვაჩვევთ საკუთარი ქცევის შედეგების გააზრებას და პირადი მაგალითით ვუჩვენებთ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობას.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მხარდამჭერი გარემო, წახალისება, რეალისტური და მიღწევადი მიზნების დასახვა, საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერება და მასწავლებლის მხრიდან პოზიტიური უკუკავშირი.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- ცხოვრებისეულ უნარებს, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, ღირებულებებსა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- ხელს უწყობს უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემოს შექმნას, აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარებს და ეხმარება ბავშვებს სოციალურ და ემოციურ განვითარებაში.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- გაკვეთილი არის მრავალფეროვანი, მოსწავლე აქტიურად არის ჩართული პროცესში, გამოყენებულია დისკუსია, პრაქტიკული და შემოქმედებითი დავალებები და სასწავლო მასალა დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- არის კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის გაანალიზება, ეფექტური კომუნიკაცია, საკუთარი სწვლის დაგეგმვისა და მართვის უნარი.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულმა, მასწავლებლობის სურვილმა და იმ გარემომ, რომელშიც გავიზარდე. პედაგოგების ოჯახში აღზრდამ კიდევ უფრო გამიღრმავა პროფესიისადმი სიყვარული და პატივისცემა. ვფიქრობ, მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიაა. მსურს გამოვიყენო დიდი ჩეხი პედაგოგის იან ამოს კომენსკის სიტყვები: „მასწავლებელი დაყენებულია ისეთ უაღრესად საპატიო პოსტზე, ჩაბარებული აქვს ისეთი ყველაზე საუკეთესო თანამდებობა, რომელზე მაღალი არაფერი შეიძლება იყოს ამ მზის ქვეშ.“ მჯერა, რომ ეს პროფესია არის გზა მომავლისა და საზოგადოების განვითარებისკენ, რადგან სწორედ
მასწავლებელს შეუძლია აღზარდოს პასუხისმგებლიანი, განათლებული და ღირებულებებზე ორიენტირებული თაობა, რომელიც შექმნის უკეთეს მომავალს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება