სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით, როდესაც ვენდობით და ვაძლევთ მაგალითს“- იყალთოს საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი ლელა ბოშაშვილი
25-02-2026
-
+


ლელა ბოშაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას დიდი სიყვარულით ემსახურება. 

მისი პროფესიის არჩევანიც სწორედ ბავშვების სიყვარულმა, გამოწვევების გადალახვის სურვილმა და ბევრმა სიახლემ განაპირობა.  მოსწავლეებს პირადი მაგალითით ასწავლის პასუხისმგებლობასა და ჯანსაღ ურთიერთობებს, ეხმარება სოციალური და პიროვნული უნარების განვითარებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს იყალთოს საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი ლელა ბოშაშვილი პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მას ვენდობით და ვაძლევთ მაგალითს ჩვენი ქცევით, პასუხისმგებლობის მაგალითს, როგორც ბავშვების წინაშე ასევე უფროსებთანაც.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- ოჯახის მხარდაჭერა, მასწავლებლის მხრიდან შექება, წახალისება, რწმენა, რომ მას შეუძლია.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- ჯანსაღ ურთიერთობებს, ბედნიერ, დასამახსოვრებელ წუთებს, საკუთარი თავის რწმენას.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- განუვითარდეთ სოციალური და პიროვნული უნარები: ზრუნვა, მოვლა, დათმობა, თანამშრომლობა, პრობლემის გადაჭრა.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- შემოქმედებითია მოსწავლე სასწავლო პროცესში, რაიმეს იკვლევს, ქმნის. მასწავლებლები აფასებენ მოსწავლის თუნდაც პატარა ჩართულობასა და ცოდნას, აღიარებენ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, საჭიროებებს.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- კრიტიკული აზროვნების, სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის, სხვისი უფლებების დაცვის უნარი.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ბავშვების სიყვარულმა, გამოწვევების გადალახვის სურვილმა და ბევრმა სიახლემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება