სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პროფესიული თვითგამორკვევის სისტემურ მხარდაჭერა და მოსწავლეთა შემოქმედებითი განვითარება დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში
24-02-2026
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო. სკოლაში მოსწავლეებს საშუალება აქვს მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განივითარონ ნიჭი და შესაძლებლობები. მათი ინტერესები სკოლაში წახალისებული და მხარდაჭრილია. 

მარტიდან, დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლაში იწყება გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროექტი - „პროფესიული ორიენტაციის ჰაბი და ციფრული პორტფოლიო“. პროექტი ინგლისური ენის მენტორი მასწავლებლის, ეკა სეფიაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდება.

ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლეთა პროფესიული თვითგამორკვევის სისტემურ მხარდაჭერას. თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გამოყენებით, პროექტი დაეხმარება მოზარდებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების გაცნობიერებაში, რაც მათ გააზრებული პროფესიული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტის მიზანია მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის გაძლიერება და სასკოლო კულტურის განვითარება ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ უნარებზე, პერსონალურ ზრდასა და პროფესიულ თვითგამორკვევაზე.

პროექტის ძირითადი მახასიათებლებია ჰიბრიდული ფორმატი - სწავლება წარიმართება როგორც სასკოლო სივრცეში, ისე ონლაინ, ინტერაქტიული და პრაქტიკული მოდულების გამოყენებით;

მრავალსექტორული ჩართულობა: პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, მეწარმეები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები;

პროფესიული გასვლითი დღეები: მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ გაეცნონ რეალურ სამუშაო გარემოსა და პროფესიულ პრაქტიკას.

ციფრული პორტფოლიოს როლი:

მოსწავლეთა ინტერესებისა და უნარების იდენტიფიცირება და მათი შესაბამის პროფესიულ მიმართულებებთან დაკავშირება;

აკადემიური მიღწევებისა და კომპეტენციების სისტემური ციფრული დოკუმენტირება;

CV-ის შექმნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შრომის ბაზრისთვის;

გააზრებული პროფესიული არჩევანისა და ციფრული ვალიდაციის გზით მდგრადი მომავლის ხელშეწყობა.

პროექტი მოიცავს:

პრაქტიკულ პროფესიულ მოდულებს;

პარტნიორობას ადგილობრივ ბიზნესსექტორთან და საინფორმაციო შეხვედრებს;

ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს ციფრული პორტფოლიოს გამოყენებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2025–2026 სასწავლო წლის II სემესტრიდან სკოლაში მუშაობა დაიწყო ხელოვნების წრემ- „იდეიდან ფორმამდე- თაბაშირის ხელოვნება“. 

წრის საქმიანობას ხელმძღვანელობს სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი პედაგოგი ნინო გოგილაშვილი.

საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა სახის დეკორატიულ-გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ტექნიკებს. კლუბის საქმიანობა ორიენტირებული იქნება შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე, იდეის ჩანაფიქრიდან საბოლოო ნამუშევრის შექმნამდე პროცესის გააზრებაზე, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და ესთეტიკური გემოვნების განვითარებაზე.

სასკოლო წრის პროგრამა მოიცავს:

1. თაბაშირის მასალის გაცნობა – უსაფრთხოების წესები და სამუშაო ტექნიკა;

2. თაბაშირის ფიგურების დამზადება – ჩამოსხმა, გაშრობა და დამუშავება;

3. სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების თაბაშირის სუვენირების შექმნა;

4. დეკორატიული ნივთების გაფორმება – შეღებვა, ტექსტურის შექმნა;

5. თემატური დეკორატიული ნამუშევრების შექმნა- აღდგომის თემაზე, 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი სიმბოლური დეკორაციები);

6. დასრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია;

7. შემაჯამებელი გამოფენის ორგანიზება;

წრეში ირიცხებიამ სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეები.(ჯგუფში 10-12 მოსწავლე)

წრის შეხვედრები გაგრძელდება 10 თებერვლიდან 9 ივნისის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, სამშაბათობით 13:00 საათიდან 13:45 საათამდე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება