| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლების ინოვაციურ სასწავლო მეთოდებსა და საინტერესო სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის, წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება.
სულ ახლახან, ხელოვნებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სკოლაში შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა.
პროექტზე, რომლის თემა გახლდათ - „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, IV, V და VI კლასების მოსწავლეებმა იმუშავეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ნიკო ფიროსმანის შემოქმედება. შექმნეს ნამუშევრები როგორც ნახატების სახით ასევე კომპიუტერულ გრაფიკაში, Scratch-ის გარემოში, და გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის ელემენტები.
პროექტს, რომელიც აერთიანებდა ხელოვნებასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, კომპიუტერული ტექნოლოგიების წამყვანი მასწავლებელი სოფია შენგელია და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თეა სვიმონიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა