სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლაში მათემატიკის კვირეული გაიმართა 
24-02-2026
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას სიღრმისეულად, საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. მათ მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოზარდებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.  

სკოლის მათემატიკის კათედრის პედაგოგებმა, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 16 - 20 თებერვალს განახორციელეს მათემატიკის კვირეული, რომლის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა აქტივობები როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების ჭრილში.

16 თებერვალს კვირეული გაიხსნა ხელნაკეთი გეომეტრიული ფიგურების გამოფენით. მოსწავლეებმა, მშობლების დახმარებით, დაამზადეს როგორც ბრტყელი, ასევე სივრცული ფიგურები და კედლის საინფორმაციო გაზეთები.

17 თებერვალს დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით ჩაერთნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ჭადრაკის ტურნირში. მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები.

18 თებერვალს მათემატიკის მენტორმა მასწავლებელმა შალვა ხუციშვილმა მე-5 კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე - „წილადი რიცხვები ყოველდღიურობაში“. გაკვეთილი წარიმართა ინტერაქტიულად. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გაკვეთილის პროცესში და პრაქტიკული დავალებების შესრულებით გააცნობიერეს, გაიაზრეს და გამოიყენეს მიღებული ცოდნა. მოსწავლეებმა ჯგუფებში ურთიერთთანამშრომლობით შეძლეს ილუსტრაციაზე დაყრდნობით წილადების სწორად ჩაწერა, წილადების შედარება.

19 თებერვალს ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა -„ლოგიკური და სააზროვნო ამოცანები“. აქტივობაში ხალისით ჩაებნენ მოსწავლეები და გამოავლინეს მათემატიკური და ლოგიკური სააზროვნო უნარები.

კვირეულის დასასრულს, 20 თებერვალს, სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა სასწავლო კონფერენცია თემაზე - „გამოჩენილი მათემატიკოსები“ და „ვექტორის წარმოშობა და მისი გამოყენება“. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია ცნობილ უცხოელ და ქართველ მათემატიკოსებზე. ხაზი გაესვა მათ მიერ მათემატიკის მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ კვირეულის მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

„მადლობა მათემატიკის კათედრის პედაგოგებს, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის, ასევე, მადლიერებას გამოხატავთ სკოლის დირექტორ ბატონი შალვა ხუციშვილისა და სკოლის ადმინისტრაციის მიმართ, პროცესების მიმდინარეობისას გაწეული მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება