სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N117 სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს „ეტალონის“ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატება საზეიმოდ მიულოცა 
24-02-2026
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საამაყო წარმატებას ზეიმობენ. 

სკოლის მოსწავლეებმა - გაბრიელ ახვლედიანმა (II კლასი), ლუკა ასპანიძემ (II კლასი), ნუცა არჯევანიძემ (IV კლასი) და ნატალი არჯევანიძემ (V კლასი) წარმატებით იაასპარეზეს „ეტალონის“ მათემატიკის ოლიმპიადაში და საქართელოს მასშტაბით, კლასის შესაბამისად, ლიდერთა ათეულში მოხვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეული წარმატება საზეიმოდ მიულოცეს. სკოლის დირექტორმა, ია ღვინაძემ, პირადად გადასცა ბავშვებს კუთვნილი დიპლომები და მათ გამარჯვება მიულოცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლამ მოსწავლეთა წარმატების შესახებ „ეტალონისგან“ ოფიციალური წერილიც მიიღო. 

„ჩვენი პატარების დიდი გამარჯვება!  არაფერია იმაზე სასიხარულო, როდესაც ხედავ, როგორ გვირგვინდება ჩვენი მოსწავლეების შრომა და მონდომება ასეთი ბრწყინვალე აღიარებით.

გვინდა სიამაყით გაგაცნოთ ჩვენი სკოლის ის გამორჩეული მოსწავლეები, რომლებმაც პროექტ „ეტალონის“ მათემატიკის ოლიმპიადაზე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგები აჩვენეს და „ოქროს ათეულში“ დაიმკვიდრეს ადგილი:

გაბრიელ ახვლედიანი (II კლასი);

ლუკა ასპანიძე (II კლასი);

ნუცა არჯევანიძე (IV კლასი);

ნატალი არჯევანიძე (V კლასი).

თითოეული მათგანის წარმატება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა. პროექტმა „ეტალონმა“ სკოლას ოფიციალური მადლობა გადაუხადა ასეთი ნიჭიერი თაობის აღზრდისა და აქტიური ჩართულობისთვის.

ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა!

ბავშვებო, თქვენ ჩვენი სკოლის იმედი და სიამაყე ხართ! გისურვებთ, რომ ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს იმ დიდი გზისა, რომელიც წინ გელით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება