| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით ჩატარებული ინტელექტუალური ღონისძიება - „ყველაზე გონიერი, სწრაფი და მოხერხებული“.
ღონისძიებაში მონაწილეობდა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და მშობლებისაგან დაკომპლექტებული ორი გუნდი - „ქარიშხალი“ და „ელვა“.
გუნდის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აზროვნების სისხარტეში, სისწრაფესა და მოხერხებულობაში. აქტიურ მოსწავლეებსა და მშობლებს გადაეცათ სერტიფიკატები ნომინაციებში - „მოაზროვნე“, „ყველაზე მოხერხებული“ და „ყველაზე სწრაფი“.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა