| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეთა-აღზრდა განათლების საქმეს გულანთებული ემსახურება. პროფესიაზე შეყვარებული მოსწავლეებს წარმატებისკენ უბიძგებს და ახალისებს მათ პატარ-პატარა მიღწევებსაც. ბავშვებისთვის მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გარემოსა და საინტერესო სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს და ქვეყანას პასუხისმგებლიან მოქალაქეებს უზრდის.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პატარა სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ ლაგზიანი პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- როცა თავისი მოქმედების შედეგის გააზრების უნარი არ აქვს.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მასწავლებლის მიერ მიღებული შექება, ჯილდო და წახალისება პატარა წარმატების.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- უნდა აღზარდოს პასუხისმგებლიანი ადამიანი, დამოუკიდებელი მოქალაქე.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობრობით და თანაგრძნობით ყალიბდება სრულფასოვანი ადამიანი. სკოლის ასაკში დაწყებული, ურთიერთნდობაზე დამყარებული მეგობრობა მთელი ცხოვრება გრძელდება.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- გათვალისწინებულია მისი ინდივიდუალური საჭიროებები და ცოდნა.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- თანაგრძნობის უნარი, საზოგადოების პატივისცემა.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა პირველმა მასწავლებელმა, რომელმაც ჩემში სწავლისა და მასწავლებლის პროფესიის დიდი სიყვარული გააღვივა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა