| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ყოველთვის ეხმაურებიან, თარიღებს რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
23 თებერვალს, სკოლაში იუნკერთა ხსოვნის დღეს გამოეხმაურნენ.
1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა პატივსაცემად, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.
მათ შორის იყო 19 წლის მარო მაყაშვილი - დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირველი ქართველი ქალი; იგი წითელ ჯვარში მოხალისედ იყო ჩართული და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
სკოლაში იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ღონისძიება სახელწლოდებით - „წერილი მარო მაყაშვილს“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მიზნად ისახავდა იუნკრების, მათ შორის მარო მაყაშვილის, მსხვერპლისა და თავგანწირვის პატივისცემას და მათი სამსახურის ისტორიული მნიშვნელობის გაღვიძებას მომავალი თაობებისთვის.
2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა