სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ისტორიები, რომლებიც გვაყალიბებს: ფურცლიდან მიზნამდე“ - დილისკის N1 სკოლის პედაგოგის - იამზე მსხვლიძის ავტორობით, საერთაშორისო პროექტი ხორციელდება
24-02-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლა ჩართულია​ eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.

eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. 

თანამედროვე სამყაროში, სადაც საზღვრები სულ უფრო პირობითი ხდება, განათლების მთავარი მისია ემპათიური, ტოლერანტული და გლობალურად მოაზროვნე თაობის აღზრდაა. სწორედ ამ ამბიციურ მიზანს ემსახურება საერთაშორისო eTwinning პროექტი -„ისტორიები, რომლებიც გვაყალიბებს: ფურცლიდან მიზნამდე“ (Stories That Shape Us: From Page to Purpose). (2025-2026 სასწ.წ   ნოემბერი- მარტი).

პროექტის დამფუძნებელი და იდეის ავტორია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - იამზე მსხვლიძე, პროექტის თანადამფუძნებელია ბერძენი კოლეგა - ბელლა მარია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი უნიკალურია თავისი გეოგრაფიული და კულტურული მასშტაბით. მასში ჩართულნი არიან მასწავლებლები და მოსწავლეები შვიდი ქვეყნიდან: საქართველო, საბერნეთი, თურქეთი, პოლონეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ტუნისი. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ საქართველოდან პროექტში აქტიურად მონაწილეობენ სომხური, აზერბაიჯანული და ქართული სკოლები, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებული მრავალფეროვნების საუკეთესო გამოხატულებაა.

პროექტის მეთოდოლოგია ეყრდნობა ინოვაციურ მიდგომას: ლიტერატურა, როგორც „სარკე“ (საკუთარი თავის შესაცნობად) და როგორც „ფანჯარა“ (სხვისი სამყაროს დასანახად). დილისკელი მოსწავლეების არჩევანი - ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“ - პროექტის ერთ-ერთი ემოციური ღირძი გახდა. ჯემალისა და იანგულის ისტორიამ ბერძენ, პოლონელ თუ ტუნისელ თანატოლებს აჩვენა, რომ სამშობლო და მეგობრობა გეოგრაფიაზე ბევრად ღრმა ცნებებია.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს:

ემოციური ნიღბები: პერსონაჟების შინაგანი და გარეგანი სამყაროს კვლევა.

განწყობის რუკები (Mood Maps): გმირების ემოციური ტრაექტორიის ვიზუალიზაცია Canva-სა და MindMeister-ის მეშვეობით.

კულტურული გაცვლა: სხვადასხვა ქვეყნის  ლეგენდების გაცოცხლება აუდიო-ნარატივებითა და ჩრდილების თეატრით.

პროექტის კულმინაციაა საერთო ციფრული ანთოლოგია (BookCreator), სადაც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ბავშვების ფიქრები ერთიანდება. 

„ჩვენი მიზანი მიღწეულია: მოსწავლეებმა ისწავლეს, რომ მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავებისა, ადამიანური ტკივილი, შიში და სიხარული უნივერსალურია. ეს პროექტი არის დასტური იმისა, რომ სოფლის სკოლიდანაც კი შესაძლებელია მსოფლიო მასშტაბის საგანმანათლებლო ცვლილებების ინიცირება. ჩვენ ვაგრძელებთ გზას ფურცლიდან - დიდ მიზნებამდე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება