| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, წარმოაჩენენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
ახლახან, სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წახალისებისთვის დაჯილდოვდნენ.
პედაგოგებმა, რომელთა მოსწავლეების დიდი ნაწილი „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობდნენ და გაიმარჯვეს, „კინგსისგან“ სიმბოლური პრიზები და ფულადი საჩუქარი მიიღეს.
დაჯილდოვდნენ შემდეგი პედაგოგები: ნარინე უზუნია, გოჰარ სოღოიანი, აღუნიკ კარახანიანი, რუზანა ერემიანი, ზარინე ზაფოიანი და ნარინე სეირანიანი.
„კინგსის“ ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობისთვის ასევე სერტიფიკატები გადაეცათ მოსწავლეებს.
„ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები დიდ შრომას დებენ მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაში და ახალისებენ მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა