სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვეამაყება, რომ ასეთი ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები იზრდებიან ჩვენს სკოლაში“ - გაიცანით ახალგაზრდა ხელოვანები ჭალადიდის საჯარო სკოლიდან
23-02-2026
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლა​ში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია, ბავშვების მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოზარდების შესაძლებლობებზე აისახება. სკოლაში არაერთი შემოქმედი მოსწავლე სწავლობს. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა ანა ბოხუა - ახალგაზრდა შემოქმედი, რომელიც გვაოცებს.

ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გამორჩეული ნიჭითა და განსაკუთრებული ხედვით გამოირჩევა. მისი თითოეული ნამუშევარი ემოციის, ფერისა და აზრის ჰარმონიული შერწყმაა.

ანის ნახატებში იგრძნობა სიღრმე, დაკვირვება და დახვეწილი შესრულება - თითოეული დეტალი სიყვარულითა და პასუხისმგებლობითაა შექმნილი. იგი ფურცელზე არა მხოლოდ ფორმებსა და ფერებს, არამედ საკუთარ განცდებსა და სამყაროს ხედვას ასახავს.

„ჩვენი სკოლა ამაყობს, რომ ასეთ შემოქმედებითად მდიდარ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე მოსწავლეს ზრდის. ანი ბოხუას ნიჭი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომამ და სიყვარულმა ხელოვნების მიმართ საოცარი შედეგი მოიტანოს. გვჯერა, რომ მას შემოქმედებითი გზა ბევრ წარმატებასა და აღიარებას მოუტანს. ვუსურვებთ ანის შთაგონებით სავსე მომავალს და არაერთ ახალ შედევრს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლის შთამბეჭდავ ნამუშევრებს გვიზიარებენ. 

შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნინი მეგრელიშვილი. „ნიჭი, რომელიც ფერებში საუბრობს“ - ასე აფასებენ მის შემოქმედებას სკოლაში და სიამაყით გვაცნობენ ნინის, რომლის ნამუშევრები განსაკუთრებული ემოციითა და ხედვით იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას.

„მის მიერ დახატული ისტორიული პერსონაჟი სიმამაცისა და ღირსების სიმბოლოდ გვევლინება, ხოლო ტაძრების კომპოზიცია - ქართული კულტურისა და სულიერების თბილი და შთამბეჭდავი გამოხატულებაა.

ფერების სითამამე, დეტალებზე დაკვირვება და ფორმების ჰარმონია ნათლად აჩვენებს, რომ ნინი არა მხოლოდ ხატავს, არამედ თითოეულ ნამუშევარში საკუთარ განცდასა და სიყვარულს დებს.

ასეთი ახალგაზრდები ჩვენი მომავლის იმედია - ისინი ხელოვნებით გვიყვებიან ისტორიას, გვახსენებენ ფასეულობებს და გვაჩვენებენ სამყაროს საკუთარ, უნიკალურ თვალით. წარმატებები ნინის შემოქმედებით გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ახალგაზრდა ხელოვანია - ლილე გაბელაია. ჭალადიდის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე გამოირჩევა განსაკუთრებული ხედვით, დახვეწილი აზროვნებითა და შემოქმედებითი ნიჭით. მისი ფანქრით შესრულებული ნამუშევრები სიღრმითა და ემოციურობით იპყრობს მაყურებლის ყურადღებას.

ლილეს ნახატებში განსაკუთრებულად იგრძნობა ბავშვობის სიფაქიზე, სითბო და სიწრფელე. თითოეული დეტალი – თვალების გამომეტყველება, მოძრაობის პლასტიკა, ტანსაცმლის ნაზი შტრიხები – მოწმობს მის დაკვირვებულ ბუნებასა და შრომისმოყვარეობას. იგი არა მხოლოდ ასახავს გამოსახულებას, არამედ გადმოსცემს განწყობას და შინაგან სამყაროს.

„ლილე გამოირჩევა ინდივიდუალური ხედვით – მის ნამუშევრებში ჩანს ემოციისა და ფორმის ჰარმონია. შტრიხების სისუფთავე და ჩრდილ-ნათელის გამოყენება მეტყველებს მის ბუნებრივ მხატვრულ გრძნობაზე და განვითარების დიდ პოტენციალზე“,- ასე ახასიათებენ ნიჭიერ მოსწავლეს სკოლაში. 

სკოლაში ასევე დიდი სიხარულით გვაცობენ მე-9 კლასის მოსწავლე სალომე კობახიძეს.

სალომე არის ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მოსწავლე, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ხატვის უნარით. მისი შემოქმედებითი ხედვა, ფერების შეგრძნება და დეტალებზე დაკვირვების უნარი ნათლად აჩვენებს, რომ სალომეს ხატვის ნიჭი დაჯილდოებული და განსაკუთრებულია. იგი ქმნის საინტერესო, შთამბეჭდავ და ხარისხიან ნამუშევრებს, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებს.

„სალომე მუდმივად ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას, არ უშინდება შრომას და თავდაუზოგავად მუშაობს, რათა ყოველი ახალი ნამუშევარი კიდევ უფრო უკეთესი იყოს. სწორედ ასეთი მონდომება და სიყვარული საქმისადმი განაპირობებს მის წარმატებას.

ვამაყობთ სალომეთი და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ გამარჯვებას, შემოქმედებით შთაგონებასა და დიდი მიზნების მიღწევას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

კიდევ ერთი განსაკუთრებული და საამაყო მოსწავლეა საბა არველაძე. საბა ქმნის ანიმაციის საოცარ, ხელნაკეთ სამყაროს - ფერად, ცოცხალ და სითბოთი სავსე პერსონაჟებს, რომლებიც პატარა პლასტილინის ფიგურებიდან ნამდვილ ისტორიებად იქცევიან.

მის თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა: უსაზღვრო ფანტაზია, შრომისმოყვარეობა,  დეტალებზე ზრუნვა და ბავშვური გულწრფელობა.

„საბა საკუთარი ხელით აცოცხლებს პერსონაჟებს და გვახსენებს, რომ დიდი ოცნებები სწორედ პატარა, სიყვარულით შექმნილი ნაბიჯებიდან იწყება.

ვუსურვებთ საბას კიდევ უფრო მეტ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ, რომ ასეთი ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები იზრდებიან ჩვენს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება