სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ჩემი საქართველოს“ გაკვეთილზე სამეგრელოს სამზარეულოს გაეცნენ და ღომი მოამზადეს 
23-02-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში საწავლო-შემეცნებითთან ერთად საინტერესო და სახალისოა, პედაგოგები მოსწავლეებს თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებას სთავაზობენ. 

ახლახან, მულახის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა „ჩემი საქართველოს“ გაკვეთილი, მასწავლებელ დიკა გურჩიანის ხელმძღვანელობით.

გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები სამეგრელოში გავრცელებულ მეურნეობის დარგებსა და ადგილობრივ ტრადიციულ კერძებს გაეცნენ. მათ მოამზადეს და დააგემოვნეს სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ტრადიციული კერძი - ღომი.

ღომი მზადდება სიმინდის ფქვილისგან ან ღერღილისგან და ხშირად მიირთმევა სულგუნთან, საცივთან ან აჯიკასთან ერთად. იგი მეგრული სუფრის ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული ნაწილია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში საქართველოს კუთხეების ტრადიციების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების გაცნობასა და პატივისცემის ჩამოყალიბებას. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება