| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლა-გიმნაზიის მე-4ა (კლასის ხელმძღვანელი ეკა ხეჩუაშვილი) და მე-4ბ (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან გაგოშიძე) კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, სადაც საქართველოს „ოქროს ფონდი“ დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა ნახეს ულამაზესი და უძველესი ექსპონატები, მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, დასვეს უამრავი შეკითხვა და ცოდნა გაიმდიდრეს.
მე-4 კლასელებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, ბავშვები შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა